გზაში ყოფნისას მთრგუნავდა ის აზრი, რომ არ ვიცოდი თურქული. გამაფრთხილეს, რომ არც ისე ბევრმა თურქმა იცოდა ინგლისურად ლაპარაკი. პრინციპში, ასეცაა. ვადასტურებ. 
დღეს turkcell-ის ოფისში ვიყავი, გადავწყვიტე მობილურის ბარათი ამეღო, რომ მშობლებს ჩემთან დარკევა შეეძლოს.. ადგილზე, სულ ორი ადამიანი დაგვხვდა, ინგლისური არც ერთმა არ იცოდა. დიდი მადლობა საერთაშორისო სიტყვებს, როგორიცაა მაგალითად SIM Card, SMS და ამასთან ერთად ხელებს
აქტიურად ვჟესტიკულირებ და ვცდილობ ავხსნა, რა მინდა, თუმცა ყველაზე ხშირად მაინც ასეთი ვარ –>
.
როგორც წინა პოსტში დავწერე, 17.30-ზე სადილია. 17 საათზე ზუსტად გამოდის მოლა (აქვე სიახლოვეში გვაქვს მეჩეთი), ხოდა მოლას ხმის გაგონება, ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ მალე უნდა ვჭამოთ.
ვინც არ იცით, რა არის პირობითი რეფლექსი, ვიტყვი : ვთქვათ გყავთ ძაღლი, რომელსაც ჭამის წინ უნთებთ ნათურას. ერთი დღე, მეორე დღე, მესამე დღე.. მეოთხე დღეს, როდესაც ძაღლს აუნთებთ ნათურას, მას წამოუვა ნერწყვი საჭმლის დანახვის გარეშე. ჩვენც ასე ვართ
ვიღაცას, მოლის ხმის გაგონებაზე აღმატებული ემოციები უჩნდება, ლოცვას იწყებს (თუ როგორც არის.. ), ჩვენ ნერწყვის გამოყოფა გვეწყება 
კლინიკაში მივედით. საკმაოდ კარგია. საერთოდ, მთელი საუნივერსიტეტო კომპლექსი ძალიან მომწონს. ისეთია, იქ სწავლის სურვილს რომ გაგიჩენს )) . კლინიკაც კომპლექსში შედის. დღეს, დილის 10.30-ზე დაიწყეს ჩვენი ჩამორიგება სხვა და სხვა დეპარტამენტებში. ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ ერთი ბავშვის მისაყვანად, ყველა ერთად დავდიოდით. ამიტომ, ჩემს დეპარტამენტამდე ზუსტად 12 საათზე მივედი, და მაშინვე უკან გამომაბრუნეს “ლანჩის დროაო.”
ის გამიკვირდა, რომ ექიმების უდიდესი ნაწილი, ძალიან ახალგაზრდულად გამოიყურება.. 30-35 წელი მაქსიმუმ. დღეს კინაღამ ვკითხე ერთს, ასაკობრივი შეზღუდვა ხომ არ აქვთ, ექიმებზე? ))
სამწუხაროდ, ჩემს დეპარტამენტში, ორი საათი ველოდე, პასუხისმგებელს ჩემს საქმესთან დაკავშირებით, ისიც მოვიდა და მარტო ის მითხრა, რომ ხვალ მივსულიყავი, შესაბამისად, პრაქტიკის შესახებ ვერაფერს დავწერ.
პრინციპში, ჯერ-ჯერობით ესაა. ძალიან დაღლილი ვარ ახლა. საღამოს თუ მოვახერხე ადგილის დაკავება კომპიუტერთან სურათებს დავყრი )
