Istanbul. Part One.

სამი დღეა რაც ჩამოვედით და ვერაფრით მოვაბი თავი სტანბულზე პოსტის დაწერას.
წავედით პარასკევს საღამოს. კვლავ ავტობუსით. ამჯერად გზას, მხოლოდ 7 საათი სჭირდებოდა (პირველი მგზავრობის მერე, მართლა მასე განვეწყვე). მთელი ღამე ავტობუსის სავარძლებთან ჭიდაობის შემდეგ როგორც იქნა ჩავედით.

სტანბული გადაჭედილია სასტუმროებით. ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ჩვენც ერთ-ერთში გავჩერდით (ამ პოსტში, მარიკას ნებართვის გარეშე, მის მიერ გადაღებულ სურათებს დავდებ )
Image0597

დილის 9 საათი იყო. ჯერ ე.წ. “ბარში” განვლაგდით, საიდანაც ოთხ-ოთხი გავდიოდით და ნომრის გასაღებს ვიღებდით. პირველი მოულოდნელობა (ინგლისურის, რუსულის და საერთოდ რაიმე სხვა ენის) უცოდინარი ანკარის მერე აქ დაგვემართა. ერთ-ერთი ჩვენი სტუდენტი, ბართან მივიდა და დამტვრეულ ინგლისუ-თურქულით სცადა აეხსნა, იქ მდგომი ქალისთვის რომ წყალი უნდოდა, რაზეც იმან ქართულად უპასუხა: ” წყალი გინდა, შვილო?”.. აღმოჩნდა რომ მის გარდა აქ კიდევ ერთი ქართველი ქალი მუშაობს.
ნომრებში გადავნაწილდით. იყო პატარა, საკმაოდ სიმპატიური, მაგრამ სამწუხაროდ ძალიან დახუთული.  ფანჯრიდან ხედი სადღაც შიდა ეზოში გადიოდა, ჰაერი არ შემოდიოდა საერთოდ, კონდიციონერი ზრდილობის გულისთვის მუშაობდა (პულტიც არ გვქონდა O.o ).
Image0510

დრო თავისუფალი გვქონდა 6 საათამდე. მანამდე ყველა “ბაზრობაზე” გეგმავდა გასვლას, საყიდლებზე. 10დან  – 12 მდე დაგვეძინა, და რომ გავიღვიძეთ, ყველა წასული დაგვხვდა. გავედით გარეთ, ვიფიქრეთ, როგორმე კითხვით მივაგნებთ-თქო..

გარეთ გასულები, დავითრგუნეთ. რაღაც “ელიავას ბაზრობის” მაგვარ უბანში მოვხვდით. გარშემო სულ ავტონაწილები იყიდებოდა. ერთგვარი “ტუნინგ/სტაილინგ” მოყვარულების სამოთხეში გავიჩითეთ. მაგრამ ჩვენ რა.
დეტალურად აღარ მოვყვები ჩვენი ბოდიალის შესახებ წვრილ-წვრილ ქუჩებში, გაურკვეველი წარმომავლობის ხალხით და მაღაზიებით, დათრგუნულები სახლში მოვედით და ვწუწუნებდით, რომ “მშობლიურ ანკარაში” გვინდოდა.

ყველაზე მეტად ის მთრგუნავდა რომ ენის უცოდინრობის ფონზე, მეშინოდა სადმე წავსულიყავით ტაქსით ან ავტობუსით. ვერც რუკა ვიშოვეთ. მოკლედ, მაგონდებოდა, როგორ დავბოდიალობდი ჩემს ნებაზე ლონდონში და ვიგრუზებოდი რომ აქ იგივეს ვერ ვაკეთებდი. ბოლოს, როგორც იქნა ჩვენები მოვიდნენ და “ბაზრობის” გზა მიგვასწავლეს (ისეთი sightseen-ები, რომლებამდეც ფეხით მივიდოდით ახლოს არ იყო).

როდესაც “სწორ გზას” დავადექით, აღმოვაჩინეთ, რომ სტანბულის იმ რაიონში უამრავი.. უუუამრავი რუსულენოვანი ადამიანი არსებობდა. თითქმის ყველა მაღაზიაზე იყო წარწერები რუსულად: “skidki. optom i v roznicu”  და ამის მსგავსები (რუსული კლავიატურა არ მაქვს).  გარდა ამისა აღმოვაჩინე, რომ იმ გარემოში, შუბლზე მეწერა “govorit po russki”. პირდაპირ მოდიოდნენ და რუსულად მესალმებოდნენ, მაღაზიაში მეპატიჟებოდნენ, ტყავის კურტკების, დუბლიონკების და ბეწვეულის სანახავად. ჩემი არგუმენტი “jara je, blin, leto”( (c) Pavel Volia)- პრინციპულად არ მუშაობდა. არც იმის თქმა რომ ფული არ მაქვს, ყიდვას არ ვაპირებ, გადიოდა.. “ti prosto posmotri, pokupat’ ne nado”…

ადგილობრივმა თურქებმაც ბევრი ენა იცოდნენ. ნუ, გადასარევად არა, მაგრამ საწყის დონეზე. ინგლისური, რუსული, ზოგმა ქართული ფრაზები და ა.შ. პირველი კითხვა, ამ უბანში, არის  “where do you come from?”.
სულ სტანბულში ხეტიალისას,  გავიგე რომ ვგავდი : 1. რუსს (ბულგარეთზეც მკითხა ერთმა), 2. უნგრელს, 3. ბრაზილიელს, …. 4. არაბს (ვიღაც ბიძა მოვიდა და მეკითხება, არაბი ხარო? მეთქი “O.o Wth?” :D ) 5. თურქს (მაღაზიაში შევედით. თურქულ ლაპარაკზე ვპასუხობთ, რომ არ ვიცით თურქული და საერთოდაც გურჯისტანიდან ვართ.  აქ გამყიდველს ცოტა გაუკვირდა “Do you live in georgia?” , დადებით პასუხზე “Are your both parents georgian?”  და ა.შ. ლამის ბებია-ბაბუამდე გამოგვიკვლია, ბოლოს ძალიან გაკვირვებულმა, თურქებს გავხართ ძალიანო.. :D )

ცოტა ბოდიალის შემდეგ, mavi jeans- მაღაზიაში შევედით. აქ ერთი-მეორეს “ბიჭო, მოდი მიხედეო” ეუბნება. მოვიდა, ვიღაც ტიპი:
-mojno govorit’ po russki?
-mojno i po russki, mojno i po gruzinski… – გამეღიმა
-nu, togda, luchshe po gruzinsski…
ცოტა ხანი ვილაპარაკეთ, გაირკვა, რომ 11 წელია თურქეთშია.  ბოლოს დავემშვიდობეთ და სახლისკენ წამოვედით.

ერთ-ერთ მაღაზიაში. დაღლილი

ერთ-ერთ მაღაზიაში. დაღლილი

საღამოს, ჩვენი sightseen პროგრამა იწყებოდა. 8-ს დასაწყისში ჩავსხედით ავტობუსში და ბოსფორის სრუტეზე სასეირნოდ წავედით. სულ, გემზე გასეირნება, ერთი ადამიანისათვის 8 ლირა დაჯდა. ძალიან კარგი იყო.. ძალიან, ძალიან კარგი. ბევრი სურათი გადავიღე ჩემი ფოტოაპარატით, რომლებსაც მერე აუცილებლად დავდებ. ვთვლი, რომ კარგ დროს წავედით, იმიტომ რომ მოვახერხეთ გვენახა ბოსფორი როგორც დღის, ისე ღამის განათებაზე. სულ სეირნობა 2.5 საათი გაგრძელდა. მიუხედავად იმისა, რომ დღე ცუდი ემოციებით დაიწყო, ძალიან კარგი შთაბეჭდილებებით მთავრდებოდა.  სეირნობის მერე, იქვე სანაპიროზე ბავშვებმა თევზის დონერი ჭამეს. 12-სკენ სახლში დავბრუნდით და გათიშულებს დაგვეძინა. მეორე დღეს sightseen-ების მეორე ნაწილი იგეგმებოდა.

აქ მოყოლად ვწყვეტ. მეორე ნაწილს უახლოეს დღეებში დავწერ. ჩემი ფოტოაპარატით გადაღებულ სურათებს, დავდებ თბილისში ჩამოსვლის მერე. ფოტოშოპი არ მაქვს და არ მინდა დაუმუშავებელი სურათების დადება. ) ესეც კიდევ მობილურის ერთი-ორი სურათი, განწყობისთვის

ევროპის ხიდი. ბოსფორის სრუტე

ევროპის ხიდი. ბოსფორის სრუტე

იგივე ხიდი. ღამე

იგივე ხიდი. ღამე

your მონა-მორჩილ

your მონა-მორჩილ