Status Report : IBT TOEFL passed.

WARNING: წინამდებარე ტექსტი გარდა გამოცდასთან დაკავშირებული მშრალი ფაქტებისა შეიცავს ემოციების აღწერასაც, ამიტომ ვისაც მხოლოდ ფაქტები გაინტერესებთ, მოგიწევთ ქიშმიშების ბულკებიდან ამოკრეფა :) mea culpa.

გქონიათ შემთხვევა, როდესაც იღვიძებთ, საათს უყურებთ და ტვინი უარს აცხადებს მიიღოს რეალობად ის, რაც ციფერბლატზე დაინახა? კი? გამარჯობა თქვენი. გამოცდა 11.30-ზე იწყებოდა. 11 საათზე მეგობრის ზარმა გამაღვიძა (ახლაც გული მისკდება იმის წარმოდგენით, რომ შეიძლებოდა არ დაერეკა). გადარეული წამოვვარდი და პირველი 15 წუთი პანიკაში დავრბოდი წინ და უკან(თან ვემზადებოდი :D ), ბოლოს ტაქსში ჩავჯექი და წამოვედი. გზაში ვიხსენებდი ყველა იმ ინგლისურ სიტყვას, რომელიც ჯერ არ ვიცოდი (დაახლოებით ის რაოდენობა რაც ვებსტერის ლექსიკონშია მოცემული).

გამოცდა ჩავაბარე CIE – ში(მდებარეობს ფონდის “ღია საზოგადოება საქართველო”, იგივე “სოროსის ფონდის” გვერდით). ვინც არ იცის რა სიტუაციაა, აღვწერ. ოთახი პატარაა. დგას 5 კომპიუტერი. ერთმანეთისგან ტიხრებით გამიჯნული. სიწყნარეა და თბილა(რაც წლის ამ მონაკვეთში ძალიან აქტუალურია). კომპიუტერები გამართულად მუშაობს. ყურსასმენები (ე.წ. ნაუშნიკები) + მიკროფონიც კარგია, ასე რომ ტექნიკური პრობლემები არ ყოფილა. 2,5 თვე მაწუხებდა ის აზრი, შემიშლიდა თუ არა სხვისი ლაპარაკი speaking-ისას.  ლაპარაკის დროს, თამამად ვაცხადებ- არ მიშლიდა, უბრალოდ არავისთვის მეცალა. ცოტა შემაწუხებელი იყო წერისას.  საერთო  ჯამში კმაყოფილი ვარ.

თავად გამოცდა.

Reading Section: იყო სამი ტექსტი. ხელოვნებიდან, არქეოლოგიიდან და ზოოლოგიიდან. ყველაზე ადვილი იყო პირველი. დანარჩენ ორზე სასტიკად მიჭირდა კონცენტრირება. არ ვიცი, ზედმეტად ვიყავი აღელვებული თუ მართლა ტექსტი იყო ძნელი. ზოგადად, Longman-ის ტექსტებზე რთულია, კემბრიჯის ტექსტებზე (ჩემი მეგობარი ემზადებოდა კემბრიჯის სემპლერით და ჩემთან ერთად აბარებდა) – ადვილი.  ნებისმიერ შემთხვევაში, გავაკეთე იმაზე ცუდად, ვიდრე ველოდი. მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ ძალიან ცუდად არა.
პატარა Tip-ი მათთვის ვინც მომავალში აბარებს: რიდინგში(ისევე როგორც მთელ გამოცდაზე) დაგჭირდებათ მთელი თქვენი ყურადღება და კონცენტრაცია, ამიტომ სახლში არ დატოვოთ, თან წაიღეთ, გამოგადგებათ. საკმარისია ტექსტი დაკვირვებით წაიკითხო, რომ ყველაფერი ძალიან ადვილია.

Listening Section: შედგებოდა სამი ნაწილისგან, თითოში 1 დიალოგი და 2 ლექციის მონაკვეთი. მესამე რომ დაიწყო, კინაღამ ტირილი დავიწყე, ისე დავიღალე მათი მოსმენით, მაგრამ გმირულად გავუძელი. აქაც იგივე. ერთი-ორჯერ შემომედუნა ( :D ) ყურადღება და შესაბამისად შეცდომები მექნება. ისე ბევრი, როგორც რიდინგში – არ მგონია, მაგრამ არც ისე ცოტა, როგორც ველოდი.
რჩევა აქაც იგივე. ყურადღება, ყურადღება, უფრო მეტი ყურადღება.

შესვენება. შესვენება აუცილებელი კომპონენტია, იმის საშუალებას, რომ არ დაისვენოთ, არ მოგცემენ. მე პირადად, საპირფარეშოში შევედი და ონკანს სახე მივუშვირე. ძალიან გამომაფხიზლებლად იმოქმედა. ცოტა დაღლილობაც მომეხსნა, ასე რომ კარგი რამეა.

Speaking Section: ყველაზე ბუა ნაწილი ever. ძალიან მეშინოდა. მთელი მომზადების პერიოდი, ბოლო დღეები, ის კი არა, reading-ის და listening-ის გაკეთების დროსაც კი სფიქინგის მეშინოდა. სინამდვილეში, არც ისე ქუხს როგორც ელავს (თუ როგორც ამბობენ ხოლმე).  პირველი და მეორე independent task-ები იყო (ვისაც არ ჩაუბარებია იმათთვის ვამბობ). შემხვდა თემები 1.რა იყო ან რა გინდათ რომ იყოს თქვენი საუკეთესო სამსახური . 2. უნდა დაუშვან თუ არა უმაღლეს სასწავლებლებში ისინი, ვინც ცუდად სწავლობდა სკოლაში.
დანარჩენი ოთხი ინტეგრირებული კითხვები იყო. მესამე მეოთხეში ჯერ ტექსტს ვკითხულობდი, შემდეგ მოსასმენი იყო და ბოლოს შეკითხვა, მეხუთე – მეექვსე ნაწილებში, მხოლოდ მოსასმენი.
ექვსივე კითხვაზე ვილაპარაკე მეტ-ნაკლებად ნორმალურად. არ ვიცი როგორ შევძელი, მაგრამ სასწაულად დავწყნარდი ლაპარაკის დაწყებისთანავე. იმდენად, რომ შევძელი მშვიდად მეკონტროლებინა დრო და ლაპარაკის ტემპი. შესაბამისად ერთი პასუხის გარდა ყველგან ზუსტად ჩავეტიე დროში. დრო არც ზედმეტი დამრჩა, არც შუა სიტყვაზე გამიწყდა. ერთ-ერთ პასუხში მქონდა პატარა პაუზა. მოკლედ, ასე მგონია რომ ნორმალურად ვილაპარაკე. დანარჩენს ქულები აჩვენებს.
რჩევა ჩამბარებლებს: წაიკითხეთ შეკითხვა და მოიფიქრეთ ის პასუხი, რომელზეც ყველაზე მეტს ილაპარაკებთ. არ არის საჭირო თქვენს მიერ ნათქვამი შეესაბამებოდეს სინამდვილეს (ნუ, ახლა ის არ თქვათ, რომ ემინემი ამერიკის პრეზიდენტი იყო). შემოწმებლებიდან არავინ დაგირეკავთ სახლში და არ გკითხავთ მართლა მხატვრობაზე ოცნებობთ თუ ეკონომისტობა გირჩევნიათ. მოკლედ, იმ 15-20 წამში რაც მოსაფიქრებლად გაქვთ აირჩიეთ გეზი (ლაპარაკისას არ გადაუხვიოთ) და მოიფიქრეთ პირველი წინადადება რომლითაც დაიწყებთ. დრო საკმარისია და კარგი სტარტი დიდი პლიუსია, ზოგადად.

Writing Section: კიდევ ერთი pain in the… hm, you know where ) მაგრამ კმაყოფილი ვარ. ინტეგრირებული ტექსტი (ჯერ წაკითხვა, მერე მოსმენა, მერე ამ ორის შეჯამება) ნორმალურად დავწერე, დალაგებულად. შეიძლება შეცდომები მაქვს მაგრამ უფრო ორთოგრაფიული. ხო, ტავტოლოგიებიც იქნება. საბოლოო ჯამში 225 სიტყვა გამოვიდა, რაც კარგია.
დამოუკიდებელ ნაწილში შემხვდა კითხვა, ვეთანხმები თუ არა შემდეგ დებულებას “დღეს მშობლებს ბევრად უფრო მეტად უჭირთ შვილების გაგება, ვიდრე 50 წლის წინ”. ესეც მეტ ნაკლებად ნორმალური გამოვიდა. Introduction, Conclusion ორივე თავის ადგილზე და 3-4 წინადადება. თეზისი ისე რა (ცოტა გრძელი გამოვიდა), ჰუკიც ისე რა (თუ საერთოდ ჩაითვლება ჰუკად.  სულ 390 სიტყვა. ბოლოში გადამოწმებაც მოვასწარი (ორივე ტექსტში 5-5 წუთი დამრჩა და გადახედვა მოვასწარი).

რჩევა ჩამბარებლებს: პირველი დაწერეთ თეზისი. ანუ, ეთანხმებით თუ არა დებულებას და რატომ. ეს “რატომ” უნდა მოიცავდეს მინიმუმ 2 მიზეზს, რომელსაც შემდგომ Body-ში განავცრცობთ.

ზოგადი რჩევა: ლაპარაკშიც და წერაშიც ძალიან სასარგებლოა მაგალითები. განსაკუთრებით პირადი ცხოვრებიდან. ამავე დროს, სრულიად არ აქვს მნიშვნელობა, ეს “მაგალითი” მართლა არსებობდა თქვენც ცხოვრებაში თუ არა. მოყევით ცხოვრებისეულ სიტუაციებზე, რომელიც “გადაგხდათ” და ამტკიცებს თქვენს აზრს. არავინ გადაამოწმებს იმას, მართლა ასე იყო თუ არა.

და ბოლოს: რა საკითხიც არ უნდა მოვიდეს, როგორი რთულიც არ უნდა იყოს, სცადეთ რომ გააკეთოთ. საკმარისია გაიფიქროთ “მე ამას ვერ გავაკეთებ” რომ არც გამოვა. You got to dance. Dance as long, as the music plays.


P.S. მეტ-ნაკლებად ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ახლა არ მგონია ქულა იყოს უმაღლესი, მაგრამ არც დაბალ ქულას ველოდები. მოკლედ,  Надеюсь на лучшее, готовлюсь к худшему.

P.P.S. პასუხი ორ კვირაში.

casual პოსტი, ზამთრის არომატით.

ჰუჰ.. დიდი ხანია არ დამიწერია. წინასწარ ვამბობ, ვისაც პირადი პოსტების კითხვა არ გიყვართ, შეგიძლიათ დახუროთ
ბლოგი, იმიტომ რომ ახლა ზუსტად რომ პირადი რაღაცეების მოყოლას ვაპირებ..

პირველი –  ბოლო დროს საღამოობით საინტერესო გასართობი ვიპოვე – მძინავს.  საღამოს 10-დან დილის 7-მდე, პატიოსნად, პირველკლასელივით. მაღვიძარაც კი არ მჭირდება გასაღვიძებლად. ერთის მხრივ ეს თითქოს ძააალიან კარგია (ბავშვობიდან სულ მაგას არ გვიჩიჩინებდნენ, რომ ნორმალური დღის რეჟიმით უნდა ვიცხოვროთ), მეორეს მხრივ, ჰელლ, მთელი დღე სახლში არ ვარ, 7-8 საათისთვის მოვდივარ და მერე ვეღარაფერს ვასწრებ. არ შეიძლება ცოტა ნაკლები ძილი სჭირდებოდეს ადამიანს? არა?ა?… :/

მეორე – ჩემი ტოეფლის კურსები დამთავრდა. მოკლედ, ალბათ გახსოვთ, რომ ვწერდი მიზნებზე და იცით, რომ მინდა ტოეფლის ჩაბარება. ხოდა, ძალიან კარგი კურსი გავიარე, ტოეფლის skill-ების დასამუშავებლად, CIE-ში.  კურსითაც კმაყოფილი ვარ, მასწავლებლებითაც და ჯგუფიც მომეწონა (იშვიათი შემთხვევაა ჩემს ისტორიაში). რაღაც, გულიც დამწყდა დღეს, რომ დავამთავრეთ. judgement day – 2,5 კვირაში მაქვს. 12 დეკემბერს. რას ვიზამ და როგორ აქ დავწერ მერე, მანამდე შეგიძლიათ თითები გადააჯვარედინოთ ზურგს უკან ჩემთვის. იმედი მაქვს, ყველაფერი კარგადჩაივლის.

Image0132

მესამე-ახალი წელი მოდის. ალბათ შეამჩნევდით : ) უკვე ერთი კვირაა რაც წინასაახალწლო anticipation-ით  ვარ შეპყრობილი. ვფიქრობ საჩუქრებზე, ნაძვის ხეზე და ა.შ. დღეს, ინგლისურიდან რომ მოვდიოდი სუპერში შევიხედე….. რაააამდენი სათამაშოა.. თან ძააააალიან საყვარლები. გულმა ვერ გამიძლო და ერთი ცალი ვიყიდე, მოკლედ, ვისაც გიყვართ ლამაზი სათამაშოები და დეკორაციები (მეტა: პოლსკყ) გირჩევთ ახლავე  წახვიდეთ სუპერში მერე აღარ იქნება. ხო, მართლა…  ვეძებ რამე საზამთრო/საახალწლო template-ს, რამე ხომ არ მოგეპოვებათ?

ვსე, მგონი ჯერ-ჯერობით ესაა რისი თქმაც მინდოდა, ესეც განწყობისთვის