ურთიერთობა და თამაშები.

rel

ტერმინები, რომელთა ცოდნაც დაგჭირდებათ პოსტის წაკითხვისას:

რეიდი – მოვლენა, როდესაც მასსურ ონლაინ თამაშებში, ბევრი მოთამაშე ერთად იკრიბება და მიდის საბრძოლოდ ისეთი კომპიუტერული მონსტრების საწინააღმდეგოდ, რომლებიც ბეეეევრად ძლიერები არიან, თითოეულ, ცალკეულ მოთამაშეზე და ამიტომ ძალების გაერთიანებას საჭიროებენ.
ჰილერი – მოთამაშე, რომელიც ასეთი შემთხვევის დროს, კურნავს სხვა დანარჩენ მოთამაშეებს.
ტანკი – ტიპი, რომელიც ყველაზე წინ მიდის, ბრძოლისას და დარტყმას საკუთარ თავზე იღებს.
(ეს ორივე როლი განსაკუთრებით საპასუხისმგებლოა)
PvP–თამაშის ის შემთხვევები, როდესაც ბრძოლა მიდის, ორ რეალურ ადამიანს შორის (თამაშში , რა თქმა უნდა).
მ.ს.ო – მამაკაცის სასქესო ორგანო.

მე, როგორც ადამიანს, რომელიც თამაშებით არის გატაცებული, ხშირად მესმის გარშემო ფრაზები, ტიპა “უჰ, ამხელა გოგო ხარ, რაღა დროს შენი თამაშებია” და მშვენივრად შემიძლია წარმოვიდგინო, რომ იგივე ესმის თითქმის ყველა ე.წ. “გეიმერს” რომლის ასაკიც ოდნავ აცდა 12 წელს. რამდენიმე ხნის წინ, ჩემს განყოფილებაში გაიხსნა თემა –” ანტიგეიმერთა კლუბი”, სადაც, ძირითადად ქალთა ნაწილი წყელვა–კრულვით მოიხსენიებდა თამაშებს, რომლებიც, მათ ძვირფას მეორე ნახევრებს ართმევთ. ამას, მაშინვე გამოეხმაურა ყვავა, თავის ბლოგზე . გუშინ კი მე გადავწყვიტე დამეწერა ამაზე, როგორც გეიმერს და ადამიანს, რომელსაც ურთიერთობა ასევე, გეიმერთან აქვს )

პირველ რიგში იმაზე, თუ რატომ გვიზიდავს თამაშები. პასუხი ძალიან მარტივია და ჩემი აზრით ყველაზე ნუბი ფსიქოლოგიც კი გიპასუხებთ, იმიტომ რომ თამაში არის რეალობიდან გათიშვის ერთ–ერთი ხერხი. არ აქვს მნიშვნელობა ეს warcraft–ი იქნება, lineage-ი,  counter strike–ი თუ teken 5, მისი თამაშისას შეგიძლია დაივიწყო ის, რომ სამსახურში პრობლემა გაქვს,  კრიზისის გამო ორი კვირაა სიგარეტს ვერ ეწევი,  ან ის, რომ შენი უფროსი აბსოლუტური მ.ს.ო–ა. უფრო მეტიც ვირტუალური ტიპების გაცხოველებული კვლა, თეფშების მტვრევის, როგორც აგრესიისგან გათავისუფლების მეთოდის, გენიალური ჩანაცვლება.
გარდა გარემოსგან გათიშვისა, თამაშები უბრალოდ ჩამთრევია და საინტერესო. აქ შენ შეგიძლია მიაღწიო გარკვეულ მიზნებს, რაც რეალური სამყაროსგან ბევრად უფრო მარტივია. იმისთვის რომ გახდე საუკეთესო PvP მოთამაშე, ყველაზე მაგარი “ტანკი” გილდიაში, შეკრა ტანსაცმლის საუკეთესო სეტი და ა.შ. შენ არ  გჭირდება სამსახურში ჯდომა, ფიქრი იმ task-ებზე, რომლებზე ფიქრი სულაც არ გინდა; უნივერსიტეტის დამთავრება; რაღაც კურსების გავლა და ა.შ. აქ ყველაფერი მარტივია და შესაბამისად უფრო მიმზიდველი. აქედან გამომდინარე, შენიშვნა “ბავშვი ხომ არ ხარ, რეებით ერთობი” სრულიად უადგილოა. თამამად შემიძლია გამოვაცხადო, რომ დღეისათვის თამაშები, ზრდასრული ადამიანებისათვის უფრო მიმზიდველია, ვიდრე ბავშვისთვის.

ეგ ყველაფერი კარგი, მაგრამ რა ვუყოთ ურთიერთობას?
ზოგადად, ყველა თამაშს, განსაკუთრებით დაწყების მომენტში, ახასიათებს ასე ვთქვათ მასში “დაკარგვის” პერიოდი. მაგრამ, ნორმალურად ასეთი პერიოდი ძალიან დიდი ხანი არ უნდა გაგრძელდეს. თუკი  ადამიანი ძალიან დიდ დროს ატარებს თამაშში და პარტნიორს მისი ყურადღების თავის თავზე გადმოტანა არ გამოსდის, ეს უკვე ახტუნგია და ნიშნავს, რომ პრობლემა ურთიერთობაშია და არა თამაშში. ასეთ დროს,  თამაშის მწარმოებლის ფირმის გინებას აზრი არ აქვს, არ იქნებოდა ეს , იქნებოდა სხვა. ადამიანი, ყოველთვის იპოვის შესაძლებლობას, რათა თავი აარიდოს იმას, რაც აწუხებს. ამიტომ თუ თქვენი ბიჭი (ან შეიძლება გოგო ) მთელი დღე თამაშშია და თქვენ ყურადღებას არ გაქცევთ, კარგად დაფიქრდით რაში შეიძლება იყოს საქმე. კიდევ რჩევა იქნება, ნუ გაბურღავთ ტვინს. ზუზუნი თემაზე “სულ არ მაქცევ ყურადღებას”, იმ დროს როდესაც ის 40 კაციან რეიდში ჰილერად არის წასული, მხოლოდ უფრო მეტ გაღიზიანებას გამოიწვევს და ამას არავითარი დადებითი შედეგი არ ექნება.  ზოგიერთ თამაშში, განსაკუთრებით MMORPG–ებში სადაც, სხვა ბევრი ადამიანია და ჩვეულებრივ გეიმერს მათთან ურთიერთობის დამყარება და ერთგვარი რეპუტაციის დაგროვება უწევს, უბრალოდ არის მომენტები, როდესაც თავს ვერ დაანებებ.  ამიტომ, მაგ დროს თხოვნას “გამოდი ცოტა ხანი, სალაპარაკო მაქვს” აზრი არ აქვს, გაღიზიანებას “ჩემს თავს, რაღაც სულელური თამაში გირჩევნია” –მითუმეტეს. უბრალოდ ერთი რამე გაიგეთ, გეიმერისთვის ეს მნიშვნელოვანია, ამიტომ მასთან ყოფნა თუ გინდათ, ეცადეთ, პატივი სცეთ მის მიდრეკილებებს.
და ბოლოს, როგორც ერთმა გეიმერმა გოგომ თქვა:
“The best way to deal, with gamer boy friend, is to became gamer, by yourself” .. ანუ, საუკეთესო გამოსავალი, სიტუაციიდან არის ის, რომ თქვენც დაიწყოთ ის თამაში, რომლითაც თქვენი მეორე ნახევარი არის გართული.
რატომ:
1. იქნებ თქვენც დაგაინტერესოთ, და ბოსზე გაბრაზება, ტირილით კი არა, მონსტრებისთვის თავის წაცლით გადაიტანოთ.
2. თქვენ გექნებათ ბევრად უფრო მეტი ურთიერთობა. In game, მაგრამ ურთიერთობა.
3. უფრო კარგად გაუგებთ, თუ რატომ არ უნდა ზოგჯერ გამოსვლა თამაშიდან და მიხვდებით, როდის არ შეიძლება მისი იქიდან გამოყვანა, კატეგორიულად.
4. დაიმახსოვრეთ, გეიმერი ბიჭისთვის, ყველაზე მიმზიდველი გეიმერი გოგოა )
5. და ბოლოს, გექნებათ კიდევ ერთი საერთო ინტერესის სფერო, რომელზეც ლაპარაკი შეიძლება სექსის მერე. ხო, ხო.. რატომ არა? ))

ასე რომ, ითამაშეთ და ისიამოვნეთ. ან ყოველ შემთხვევაში, ნუ უშლით სხვას, ისიამოვნოს ))))))