international relations

საერთოდ, ჩვენს ადამიანებში მაკვირვებს ის ბიპოლარობა, რომლითაც ისინი უცხო ქვეყნის წარმომადგენლებს ეპყრობიან: “სომეხი- ქიხია, ფრანგი -კარგია, თურქი – ქიხია, ამერიკელი -კარგია”.  ამერიკელები და ევროპელები – ოო, კარგი როჟები არიან. საკმარისია საქართველოში, თუნდაც ამერიკაში ყველაზე დაბალ სოც.საფეხურზე მდგარი ადამიანი ჩამოვიდეს, მაშინვე გვახსენდება მამაპაპური “სტუმარ-მასპინძლობის” წესი და თან ვყვებით. ჩინელის დანახვაზე : “ფუF, წაგვლეკეს ამ უჯიშოებმა” – ხალხი ვართ. მოკლედ, ამის შესახებ ძალიან კარგად ეწერა კიბორგას, კომენტარში ამ პოსტზე .
რაც აქ ჩამოვედით, ვაკვირდები ჩვენების ურთიერთქმედებას თურქებთან და აღარ ვიცი რა რეაქცია მქონდეს.

1. საკმაოდ კარგად გაგვაფრთხილეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ თურქეთს ერთ-ერთი ყველაზე “ლიბერალური” ქვეყანაა, მუსულმანურ ქვეყნებს შორის, მაინც მუსულმანურია, ამიტომ გვთხოვეს, თავი შეგვეკავებინა ძალიან ღია ტანსაცმლისგან.  თვითონ თურქი ქალების საკმაოდ მოზრდილი ნაწილი აქ დადის ჩვეულებრივად ჩაცმული. ანუ, ქართველი ქალებისგან ვერ გაარჩევ. შარვლები, ბლუზები…ე.წ. “ბრიდჯებიც”. თუმცა ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ  მოკლე კაბით, ან ღრმა დეკოლტეთი მოსიარულე მინახავს ვინმე.
ჩვენები პირველივე დღეს მოკლე საზაფხულო სარაფნებით გამოლაგდნენ სასეირნოდ, და მაშინვე წუწუნი დაიწყეს: “აუ, ნახე რააა.. რა ხამებივით გვიყურებენ. რა იყო”, “აუ, ხედაავ, თვალი არ მოუშორებია იმ ბიჭს, ისე გიყურებს გბურღავს პირდაპირ”, “ვაიმე, ქუჩაში რომ დავდივარ, ყველა ზედ მიყურებს, რა სჭირთ?” და ა.შ. :D c’mon girls, ხომ გაგაფრთხილეს?

2. ვცხოვრობთ თურქებთან ერთად, ვჭამთ ერთ dining hall-ში და საღამოობით ეზოშიც ხშირად ვსხედვართ. ერთ საღამოს, დიდი ჯგუფი შეიკრიბა ლუნა პარკში წასასვლელად. მე და ნთვარეც შევუერთდით.  ამ დროს ვიღაცამ თქვა, ერთ-ერთ თურქ ბიჭზე, ესეც წამოვა + გზას გვასწავლისო. ისევ პანიკა: “აუ, ამ ვიღაც თურქთან ერთად არ მინდა სიარული რაა”, “წამო, წამო ჩვენ ცალკე წავიდეთ, ეს ვიღაც რად გვინდა”… საბოლოო ჯამში მაინც ერთად წავედით, ამ “ვიღაც თურქმა” გზაც გვასწავლა, ყველას შესვლის ფული გადაგვიხადა,  მთელი საღამო,მოლარეებთან ურთიერთობაში გვეხმარებოდა. ამ დროს არავის გახსენებია, რომ ეს “ფუF, ვიღაც თურქი” იყო.. საღამოს, ცოტა ადრე წამოვედით, ის ბიჭი იქ დარჩა, ბოლოს რატომღაც გადაწყვიტა დაგვწეოდა. ჩვენამდე ირბინა. შორიდან რომ დაინახეს, ისევ “აუ, რას გადაგვეკიდა, რა უნდა, რააა..”

3. გუშინ  ლანჩზე, ჩვენი გოგოების ჯგუფთან ახლოს ვიჯექი. შეწუხებული ლაპარაკი:
” აუ, აქაა და რა ვუთხრაა? ვაიმე, რა მოვიფიქრო, მითხარით რა რამეე”
“რა ვიცი, დაელაპარაკე მაინც თორემ ტეხავს”
“აუ, აქეთ წამოვიდა, რა ვუპასუხო?”
მოდის თურქი, ეკითხება ერთ-ერთს, რა მოიფიქრა საღამოს ერთად სეირნობაზე. ესეც პასუხობს, რაღაცას “ჩვენი კურატორი არ გვიშვებს, თორემ წამოვიდოდით” -სტილში. იმ ბიჭმა, რაღაც უპასუხა და წავიდა.
დამაინტერესა, თურქეთის ნაცვლად, გერმანიაში ან ინგლისში რომ ვყოფილიყავით, და თურქის მაგივრად ის ბიჭი ევროპელი/ამერიკელი რომ ყოფილიყო, მაშინაც “ჩვენი კურატორი არ გვიშვებს” იქნებოდა? :D
ვოშემ, მაგარი სასტავი ვართ :D
update:
p.s. ხო, კინაღამ დამავიწყდა + ქართული მარგალიტები სტილში:
“უFF, ახლა თურქ ქალებს თუ არ ვუყურე “იქ” რა.. ” – მშობიარობაზე დასწრების შესახებ, სტუდენტებისთვის, ვინც გინეკოლოგიაში გადის პრაქტიკას.
“ჩაი შემომთავაზა, ეგ ჩაი შეისხას უკან, ჩაის დასალევად ჩამოვედი ამხელა მანძილზე? ავიყვანე ოთახში და არაყით დავათვრეთ” – ერთ-ერთი ბიჭის მონაყოლიდან.