მთელი ცხოვრება ვიძახდი, რომ ბიზნესი, ეკონომიკა, მარკეტინგი და ა.შ. არის ის საგნები, რომლებიც საოცრად შორია ჩემგან. მიდრეკილებით ბიოლოგიისკენ ვიხრები, ყველაზე მეტად (აქ უნდა ყოფილიყო “ქიმიო-ბიოლოგიისკენ”, მაგრამ ქიმია დიდად არ მიყვარს). თავის დროზე ძალიან მაინტერესებდა ცოცხალ ორგანიზმებთან დაკავშირებული “შპუნწიკები”, სკოლაში კარგად ვსწავლობდი ბიოლოგიის განხრის საგნებს.. და ნუ მოკლედ.. ახლაც ისეთ პროფესიას ვსწავლობ (ჯერ-ჯერობით), რომელიც ადამიანის გარშემო ტრიალებს, თუმცა ეს ცოტა სხვა ამბავია..
ერთი-ორი წლის წინ, სრული გაუგებრობის საფუძველზე, ლონდონში, ინგლისურის საზაფხულო კურსის ნაცვლად მოვხვდი “Diploma of Business Administration”-ის შესავალ კურსზე. იყო იქ საგანი, რომელსაც “ცუდ სიზმარში” ვხედავ დღემდე – ბუღალტერია.. ბრრრრ ) კრედიტები, დებეტები, აი, ჭეშმარიტად, ყველაზე არაჩემი საგანი. მაგრამ ახლა მინდა მარკეტინგზე მოვყვე.
სულ რამდენიმე ლექცია ჩაგვიტარდა მარკეტინგში(ისიც შესავალი იყო), მაგრამ ძალიან მომეწონა. საერთოდ, ვთვლი, რომ მარკეტიგნი, ფსიქოლოგიასთან ერთად ერთ-ერთი საბაზისო საგანია, რომელიც უნდა იცოდეს ყველამ, ვისაც დღევანდელ, “საზიზღარ”, კაპიტალისტურ წყობილებაში უნდა რომ რამეს მიაღწიოს. არ აქვს მნიშვნელობა შენ მარკეტოლოგი ხარ, ექიმი, მასწავლებელი თუ მენაგვე.. შეფუთვა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამეა, ჩვენს ცხოვრებაში. არ გეწყინოთ.
კი, საბოლოო ჯამში, მაინც კონტენტი გვჭირდება ყველგან, ყველაში და ყველაფერში, მაგრამ კონტენტისკენ, სწორედ შეფუთვამ უნდა მიგიზიდოთ. წარმოიდგინეთ, რომ თქვენს წინ დგას ოცი ყუთი, უცნობი შიგთავსით. მათ შორის 19 ნაცრისფერია და ერთი წითელი.. ჰა, რომელს აირჩევთ შესასწავლად? : )
მაგრამ მარტო ამაშიც არაა საქმე. ძალიან ბევრი მდგომარეობა, ჩვენ მიერ ჩადენილი “ცუდი” რაღაც, შეიძლება შევფუთოთ ისე, რომ ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენოთ. რა კუთხიდან ვაიძულებთ(დავეხმარებით) ადამიანებს რომ უყურონ ამა თუ იმ მოვლენას.
ხშირად ჩვენ ვფუთავთ ჩვენს აზრებს, ჩვენს საქციელს, ჩვენს თავსაც კი, გარემოსთვის კარგად “გადასატან” ფორმაში. არ არის აუცილებელი სინამდვილე შეცვალო. უბრალოდ ვალამაზებთ, დამატებით, ჩვენთვის ბონუს დეტალებს ვუმატებთ, რომ მეტი “სარგებელი” ვნახოთ. ხელი აიწიეთ, ვინც პაემანზე წასვლისას სწორედ იმ მაისურს იცმევს, რომელშიც თვლის, რომ ყველაზე სიმპატიურად გამოიყურება.. : ) თქვენ იტყვით, რომ ეს უბრალოდ იმიტომ კეთდება, რომ იმ ადამიანს მოეწონო, შენი თავი კარგად იგრძნო.. და ა.შ. ესეც მარკეტინგია. იმჰო
ბლოგინგშიც . როდესაც გვინდა, რომ ბევრმა წაგვიკითხოს, რას ვაკეთებთ? ვხდით ბლოგს მაქსიმალურად კომფორტულს მკითხველებისთვის. reader friendly-ს(უუ, მიყვარს ეს “ფრიენდლი” გამოთქმა). ვწერთ ნათელ ფონზე, მუქი ფონტით, ვყოფთ ტექსტს აბზაცებად, ვაფორმებთ სურათებით, ვუკეთებთ დამაინტრიგებელ სათაურებს. დავრბივართ “პრობლოგგერთან”, რათა გავარკვიოთ, რა გავაკეთოთ კიდევ.. იმიტომ რომ აქაც.. ბლოგი ჩვენი პროდუქტია, მკითხველები იგივე მომხმარებლები არიან და ჩვენ ვეძებთ მომხმარებელს ჩვენი პროდუქტისთვის.
მიყვარს მარკეტინგი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან შორიდან ვიცნობ. ეს პოსტი, პრინციპში მის სიდიადეს ეძღვნებოდა : )
მარკეტოლოგებმა არ დამცინოთ, თუ ჩემი წარმოდგენა მცდარია.. და ნუ შემიცვლით მანამ, სანამ მის სწავლას არ დავიწყებ და ამის გაკეთებას, ერთ მშვენიერ დღეს ნამდვილად ვაპირებ.
