Istanbul. Part One.

სამი დღეა რაც ჩამოვედით და ვერაფრით მოვაბი თავი სტანბულზე პოსტის დაწერას.
წავედით პარასკევს საღამოს. კვლავ ავტობუსით. ამჯერად გზას, მხოლოდ 7 საათი სჭირდებოდა (პირველი მგზავრობის მერე, მართლა მასე განვეწყვე). მთელი ღამე ავტობუსის სავარძლებთან ჭიდაობის შემდეგ როგორც იქნა ჩავედით.

სტანბული გადაჭედილია სასტუმროებით. ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ჩვენც ერთ-ერთში გავჩერდით (ამ პოსტში, მარიკას ნებართვის გარეშე, მის მიერ გადაღებულ სურათებს დავდებ )
Image0597

დილის 9 საათი იყო. ჯერ ე.წ. “ბარში” განვლაგდით, საიდანაც ოთხ-ოთხი გავდიოდით და ნომრის გასაღებს ვიღებდით. პირველი მოულოდნელობა (ინგლისურის, რუსულის და საერთოდ რაიმე სხვა ენის) უცოდინარი ანკარის მერე აქ დაგვემართა. ერთ-ერთი ჩვენი სტუდენტი, ბართან მივიდა და დამტვრეულ ინგლისუ-თურქულით სცადა აეხსნა, იქ მდგომი ქალისთვის რომ წყალი უნდოდა, რაზეც იმან ქართულად უპასუხა: ” წყალი გინდა, შვილო?”.. აღმოჩნდა რომ მის გარდა აქ კიდევ ერთი ქართველი ქალი მუშაობს.
ნომრებში გადავნაწილდით. იყო პატარა, საკმაოდ სიმპატიური, მაგრამ სამწუხაროდ ძალიან დახუთული.  ფანჯრიდან ხედი სადღაც შიდა ეზოში გადიოდა, ჰაერი არ შემოდიოდა საერთოდ, კონდიციონერი ზრდილობის გულისთვის მუშაობდა (პულტიც არ გვქონდა O.o ).
Image0510

დრო თავისუფალი გვქონდა 6 საათამდე. მანამდე ყველა “ბაზრობაზე” გეგმავდა გასვლას, საყიდლებზე. 10დან  – 12 მდე დაგვეძინა, და რომ გავიღვიძეთ, ყველა წასული დაგვხვდა. გავედით გარეთ, ვიფიქრეთ, როგორმე კითხვით მივაგნებთ-თქო..

გარეთ გასულები, დავითრგუნეთ. რაღაც “ელიავას ბაზრობის” მაგვარ უბანში მოვხვდით. გარშემო სულ ავტონაწილები იყიდებოდა. ერთგვარი “ტუნინგ/სტაილინგ” მოყვარულების სამოთხეში გავიჩითეთ. მაგრამ ჩვენ რა.
დეტალურად აღარ მოვყვები ჩვენი ბოდიალის შესახებ წვრილ-წვრილ ქუჩებში, გაურკვეველი წარმომავლობის ხალხით და მაღაზიებით, დათრგუნულები სახლში მოვედით და ვწუწუნებდით, რომ “მშობლიურ ანკარაში” გვინდოდა.

ყველაზე მეტად ის მთრგუნავდა რომ ენის უცოდინრობის ფონზე, მეშინოდა სადმე წავსულიყავით ტაქსით ან ავტობუსით. ვერც რუკა ვიშოვეთ. მოკლედ, მაგონდებოდა, როგორ დავბოდიალობდი ჩემს ნებაზე ლონდონში და ვიგრუზებოდი რომ აქ იგივეს ვერ ვაკეთებდი. ბოლოს, როგორც იქნა ჩვენები მოვიდნენ და “ბაზრობის” გზა მიგვასწავლეს (ისეთი sightseen-ები, რომლებამდეც ფეხით მივიდოდით ახლოს არ იყო).

როდესაც “სწორ გზას” დავადექით, აღმოვაჩინეთ, რომ სტანბულის იმ რაიონში უამრავი.. უუუამრავი რუსულენოვანი ადამიანი არსებობდა. თითქმის ყველა მაღაზიაზე იყო წარწერები რუსულად: “skidki. optom i v roznicu”  და ამის მსგავსები (რუსული კლავიატურა არ მაქვს).  გარდა ამისა აღმოვაჩინე, რომ იმ გარემოში, შუბლზე მეწერა “govorit po russki”. პირდაპირ მოდიოდნენ და რუსულად მესალმებოდნენ, მაღაზიაში მეპატიჟებოდნენ, ტყავის კურტკების, დუბლიონკების და ბეწვეულის სანახავად. ჩემი არგუმენტი “jara je, blin, leto”( (c) Pavel Volia)- პრინციპულად არ მუშაობდა. არც იმის თქმა რომ ფული არ მაქვს, ყიდვას არ ვაპირებ, გადიოდა.. “ti prosto posmotri, pokupat’ ne nado”…

ადგილობრივმა თურქებმაც ბევრი ენა იცოდნენ. ნუ, გადასარევად არა, მაგრამ საწყის დონეზე. ინგლისური, რუსული, ზოგმა ქართული ფრაზები და ა.შ. პირველი კითხვა, ამ უბანში, არის  “where do you come from?”.
სულ სტანბულში ხეტიალისას,  გავიგე რომ ვგავდი : 1. რუსს (ბულგარეთზეც მკითხა ერთმა), 2. უნგრელს, 3. ბრაზილიელს, …. 4. არაბს (ვიღაც ბიძა მოვიდა და მეკითხება, არაბი ხარო? მეთქი “O.o Wth?” :D ) 5. თურქს (მაღაზიაში შევედით. თურქულ ლაპარაკზე ვპასუხობთ, რომ არ ვიცით თურქული და საერთოდაც გურჯისტანიდან ვართ.  აქ გამყიდველს ცოტა გაუკვირდა “Do you live in georgia?” , დადებით პასუხზე “Are your both parents georgian?”  და ა.შ. ლამის ბებია-ბაბუამდე გამოგვიკვლია, ბოლოს ძალიან გაკვირვებულმა, თურქებს გავხართ ძალიანო.. :D )

ცოტა ბოდიალის შემდეგ, mavi jeans- მაღაზიაში შევედით. აქ ერთი-მეორეს “ბიჭო, მოდი მიხედეო” ეუბნება. მოვიდა, ვიღაც ტიპი:
-mojno govorit’ po russki?
-mojno i po russki, mojno i po gruzinski… – გამეღიმა
-nu, togda, luchshe po gruzinsski…
ცოტა ხანი ვილაპარაკეთ, გაირკვა, რომ 11 წელია თურქეთშია.  ბოლოს დავემშვიდობეთ და სახლისკენ წამოვედით.

ერთ-ერთ მაღაზიაში. დაღლილი

ერთ-ერთ მაღაზიაში. დაღლილი

საღამოს, ჩვენი sightseen პროგრამა იწყებოდა. 8-ს დასაწყისში ჩავსხედით ავტობუსში და ბოსფორის სრუტეზე სასეირნოდ წავედით. სულ, გემზე გასეირნება, ერთი ადამიანისათვის 8 ლირა დაჯდა. ძალიან კარგი იყო.. ძალიან, ძალიან კარგი. ბევრი სურათი გადავიღე ჩემი ფოტოაპარატით, რომლებსაც მერე აუცილებლად დავდებ. ვთვლი, რომ კარგ დროს წავედით, იმიტომ რომ მოვახერხეთ გვენახა ბოსფორი როგორც დღის, ისე ღამის განათებაზე. სულ სეირნობა 2.5 საათი გაგრძელდა. მიუხედავად იმისა, რომ დღე ცუდი ემოციებით დაიწყო, ძალიან კარგი შთაბეჭდილებებით მთავრდებოდა.  სეირნობის მერე, იქვე სანაპიროზე ბავშვებმა თევზის დონერი ჭამეს. 12-სკენ სახლში დავბრუნდით და გათიშულებს დაგვეძინა. მეორე დღეს sightseen-ების მეორე ნაწილი იგეგმებოდა.

აქ მოყოლად ვწყვეტ. მეორე ნაწილს უახლოეს დღეებში დავწერ. ჩემი ფოტოაპარატით გადაღებულ სურათებს, დავდებ თბილისში ჩამოსვლის მერე. ფოტოშოპი არ მაქვს და არ მინდა დაუმუშავებელი სურათების დადება. ) ესეც კიდევ მობილურის ერთი-ორი სურათი, განწყობისთვის

ევროპის ხიდი. ბოსფორის სრუტე

ევროპის ხიდი. ბოსფორის სრუტე

იგივე ხიდი. ღამე

იგივე ხიდი. ღამე

your მონა-მორჩილ

your მონა-მორჩილ

Merhaba

ჩამოვედი, როგორც იქნა )
ვახ, იმდენის დაწერა მინდა ახლა.. იმდენის, იმდენის.. ) არადა, კომპიუტერების ოთახში, სულ რაგაც 15-მდე კომპი დგას, აქედან 10 მუშაობს და ნეტი 7-ზე ან იქნება ან არა :D მოკლედ, მე მეგონა ასეთი რაღაცეები მარტო ჩემს უნივში და ჩვენს ქვეყანაში ხდებოდა, მაგრამ ჩემი ფეხები :D :D კომპიუტერებზე Windows-ი თურქულია, ინტუიციურად ვაგნებ საჭირო ოფციებს. სამაგიეროდ FF დავაყენე, თორემ ინტერნეტ ექსპლორერი ეყენათ მარტო ))))))

იმის დაწერა, რომ მგზავრობა იყო რთული, არაფერს გეტყვით. მეც არაფერს მეუბნებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი, რომ ასე იყო.. მანამ სანამ შენს თავზე არ იგრძნობ, აზრი არ აქვს.

50+ ადგილიან ავტობუსში 30 ადამიანი ვიყავით, თითქმის ყველას გვქონდა საშუალება ორ ადგილზე ერთად დავწოლილიყავით, მაგრამ მიუხედავად იმისა, მოსვენების შანსი არ იყო.  სარფამდე კარგად ვიმგზავრეთ, დროზე მივედით, საზღვარიც უპრობლემოდ გადავლახეთ(ძალიან გაგვიმართლა, მეორე ავტობუსი 3 საათით დააკავეს, ჩვენს ტრინიდად-ტობაგოელ სტუდენტს არ უშვებდნენ, ასე თქვეს არც გაგვიგია მსგავსი ქვეყნის შესახებო). როგორც კი თურქეთში შევედით, პატარა ლოკალური კოშმარი მოგვევლინა, თურქული რადიოს სახით, რომელიც ანკარამდე ფაქტიურად ჩვენთან იყო.  ძალიან რთულია უსმინო მუსიკას, რომლისთვის ყური აქამდე არასოდეს “შეგიჩვევია”, ანუ  სამარშრუტოში “წითელი მზე, შავი ზღვის” მოსმენაც არასასიამოვნოა, მაგრამ ეს უბრალოდ სხვაა. მიუჩვეველი და უცხო. ხოდა ნერვებზე გვშლიდა სასტიკად. მადლობა, ავტობუსის მძღოლს, რომ ჩვენი თხოვნით, მაქსიმალურად ჩაუწია ხმას.

თვითონ ავტობუსი ძალიან კომფორტული იყო,  რაც მთავარია გრილი. საერთოდ არ მიგრძვნია სიცხე 24 საათიანი მგზავრობის პერიოდში.

ყველაზე სასიხარულო მომენტი იყო მაშინ, როდესაც ღამის სამ საათზე გამეღვიძა და აბრაზე დავინახე, რომ ანკარამდე სულ რაღაც 170 კმ იყო დარჩენილი. დილის 6 საათისკენ ჩამოვედით.

საერთო საცხოვრებელი ნორმალურია. ნუ, უკეთესიც შეიძლებოდა ყოფილიყო. ოთახი საყვარელია, ორ ადამიანზე. მე და ნთვარე ერთად ვართ. 8 ოთახზე (16 ადამიანზე) სამი ტუალეტის კაბინაა (აქედან ორში კარი არ იხურება), და სამი დუშის კაბინა (კარები აქ საერთოდ არ იკეტება, “ზახოდი ნაროდ, ბერი ჩტო ხოჩეშ”.. ) :D, კომპიუტერების შესახებ დავწერე უკვე.

აქვე ახლოს მეჩეთი დგას და მოლა გვეუბნება, როდის დგება 5 საათი, ანუ სადილის დრო :D .. სასადილოშიც ვიყავით. ნორმალურია. სუფთა. საჭმელი ისეთია, სახლში რომ არ ჭამენ ჭირვეული ბავშვები, მაგრამ საქმე საქმეზე რომ  მიდგეს, რომ იჭმევა ))))))))

(ხალხი დამტრიალებს გარშემო, ელოდებიან… ელოდებიან, როდის ავდგები)

კლინიკა არ გვინახავს, ხვალ მივალთ..

ქალაქში გასულები ვიყავით, ცხელა..

მოკლედ, აქ დავამთავრებ, დასურათებას და დეტალურ აღწერას უახლოეს პერიოდში დავწერ. თუ საშუალებას მომცემენ  (თუ არა და უახლოეს Internet Cafe-ს მოვძებნი ).

I'm a fat house cat

Fat_Cat-1

საოცრად ცუდი თვისება მაქვს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიყვარს მგზავრობა, წასვლის წინა დღეებში ხასიათი მიფუჭდება და ლამისაა გადავიფიქრო ხოლმე. ჩასვლის მერე კი მივლის, მაგრამ  მანამდე..

შაბათს დილით მივდივარ, მანამდე კი უმიზნოდ და უაზროდ დავბოდიალებ სახლში, სულ ასე მგონია რომ რამე ძალიან მნიშვნელოვანი დამრჩება და მეშინია, რომ რამის გაკეთებას ვერ მოვასწრებ. ხო, ვიყიდე ახალი “სათამაშო” ipod nano 4gb, რომელშიც ჩავტენე მთელი ჩემი კომპ მუსიკა და ვფიქრობ რაღაცეები ჩავამატო. 2 დღე მომიწევს ავტობუსში ყოფნა და ამაზე ფიქრი მთრგუნავს :/ უამრავი ადამიანის ნახვა მინდოდა წასვლამდე და ამასაც ვერ ვახერხებ, არაუშავს.

სამაგიეროდ, გაგვახარეს და გვითხრეს, რომ ინტერნეტი უფასოდ გვექნება, ამიტომ აუცილებლად დავწერ პოსტებს იმაზე, თუ რა ხდება ანკარაში (მივდივარ ანკარაში, ჰაჯეპტეს უნივერსიტეტში).  ასევე, გვექნება ექსკურსიები სტანბულში და კაბადოკიაში, სახალხო დაპირებას ვდებ, რომ იქნება იქიდან ისტორიებიც და სურათებიც, რა თქმა უნდა.

ხვალ უკვე ჩავალაგებ ჩანთას და ზეგ დილით წავალ. ჩამოვალ 9-10 აგვისტოს :) ჟდიტე მენია ))

კონტექსტიდან ამოვარდნილი P.S.
ბავშვობაში, მახსოვს, თბილისში, ადამიანები, ძირითადად შავ ფერში ჩაცმულები დადიოდნენ, ეს ბევრჯერ ხუმრობის საგანიც კი გამხდარა.. თუმცა ეს დიდი ხნის წინ იყო. ბოლო წლებია, რაც ფერადი ტანსაცმელი შემოვიდა მასიურად და ისე მიხარია. რაც უფრო მეტად მიხარია, ეს ის არის, რომ გოგოებმა მოკლე შორტების და კაბების ჩაცმა დაიწყეს. მართლა! მახსოვს 3-4 წლის წინ მოკლე კაბებს, მხოლოდ რაღაც საშინელი შავი ელასტიკების ზემოდან იცმევდნენ, ახლა კიდევ ჩვეულებრივად ატარებენ! I’m so happy ) ძალიან დადებითად მოქმედებს ჩემზე ეგ ფაქტი. btw, არა მხოლოდ ის, რომ გოგოები დადიან მოკლე კაბებით, ისიც მომწონს, რომ მამაკაცებმა დაიწყეს ე.წ. “ბრიდჯებით” და შორტებით სიარული. მოკლედ, ჩემთვის ეგ პოზიტივია )) show me your legs! ))