წინასწარ ვამბობ, რომ დედაჩემი ძალიან მიყვარს. არა მხოლოდ როგორც დედა, როდესაც ვუყურებ, როგორც პიროვნებას, ჩემში ნამდვილად პატივისცემის გრძნობას აჩენს. ასე რომ პრაქტიკულად არანაირი ჩხუბი და კამათი ჩვენს შორის არ ყოფილა.
ცხოვრების რაღაც მომენტში ქალების რაღაც ნაწილს აქვს დედათა კატეგორიაში გადასვლის ბედნიერება. ვწერ და ვიაზრებ, რომ ადრე თუ გვიან, ალბათ მეც გადავბარგდები მაგ კატეგორიაში, და უფრო მეტიც, თუ ვერ გადავალ მერე მუდამ მექნება რაღაც დანაკლისის შეგრძნება (ალბათ). მაგრამ მანამ, სანამ ეს პერიოდი მოვა, ვათვალიერებ სხვა დანარჩენ დედებს და დავასკვენი რომ:
მშობიარობის შემდეგ(ან პროცესში) ქალის ტვინში ჩნდება შემდეგი ცენტრები:
– ტვინის ბურღვის ცენტრი : “რატომ არ მეცადინეობ?”, “საწოლი რატომ არ დაალაგე?”, “მიდი ტანსაცმელი გამოიცვალე”,” ისევ ამ დებილობას თამაშობ?” და ა.შ. დილით ბურღავენ ტვინს იმის გამო რაც არ გააკეთე საღამოს, შუადღეს – დილის შეუსრულებელი task–ების გამო, საღამოს– შუადღის ამბებზე და ასე 24/7/365.
– “სულ ფეხებზე გკიდივარ” ხვეულები: “ისევ დაგავიწყდა რაც გთხოვე ხომ? სულ არ განაღვლებს რაზე გელაპარაკები”, “შენთვის, ეზოში ძაღლი რომ ყეფს, ის უფრო მნიშვნელოვანია” და ა.შ. ტიპის ფრაზები. გეცნობათ? ))
–შენი წრის გამოკვლევის ცენტრი : “რას წარმოადგენს? “, “რა ოჯახის შვილია?”, “დედ–მამა სად მუშაობენ?”.
– ხასიათის (რბილად რომ ვთქვათ) გაფუჭების ცენტრი : “მუცელი გაგეზარდა”, “მგონი, ისევ მოიმატე”, “ეს შენი პალტო, რას გავს, სუფთა ბომჟი ხარ”(სახლიდან გასვლის წინ) , ” თმები რას გიგავს, მასე ნუ ივარცხნი, არ გიხდება.” (სახლიდან გასვლის წინ, შენი საყვარელი ვარცხნილობის შესახებ).
– ზეგავლენის მოხდენის ცენტრი : “ის მაისური არ იყიდო, ეგ ფერი არ გიხდება, აი, ნახე ეს რა კარგია.. არა, არა, კი არაფერს გეუბნები, შენით გადაწყვიტე”…
– დროის თავისებური ათვლის ცენტრი : ‘სად დადიხარ ამდენი ხანი?”, “მაგისთვის ორი საათი რაში გჭირდება?”…
და.ა.შ. ეს არის most common ნიშნები ,რაც შემიმჩნევია, დანარჩენი თქვენით დაამატეთ :გივი:
