Merhaba

ჩამოვედი, როგორც იქნა )
ვახ, იმდენის დაწერა მინდა ახლა.. იმდენის, იმდენის.. ) არადა, კომპიუტერების ოთახში, სულ რაგაც 15-მდე კომპი დგას, აქედან 10 მუშაობს და ნეტი 7-ზე ან იქნება ან არა :D მოკლედ, მე მეგონა ასეთი რაღაცეები მარტო ჩემს უნივში და ჩვენს ქვეყანაში ხდებოდა, მაგრამ ჩემი ფეხები :D :D კომპიუტერებზე Windows-ი თურქულია, ინტუიციურად ვაგნებ საჭირო ოფციებს. სამაგიეროდ FF დავაყენე, თორემ ინტერნეტ ექსპლორერი ეყენათ მარტო ))))))

იმის დაწერა, რომ მგზავრობა იყო რთული, არაფერს გეტყვით. მეც არაფერს მეუბნებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი, რომ ასე იყო.. მანამ სანამ შენს თავზე არ იგრძნობ, აზრი არ აქვს.

50+ ადგილიან ავტობუსში 30 ადამიანი ვიყავით, თითქმის ყველას გვქონდა საშუალება ორ ადგილზე ერთად დავწოლილიყავით, მაგრამ მიუხედავად იმისა, მოსვენების შანსი არ იყო.  სარფამდე კარგად ვიმგზავრეთ, დროზე მივედით, საზღვარიც უპრობლემოდ გადავლახეთ(ძალიან გაგვიმართლა, მეორე ავტობუსი 3 საათით დააკავეს, ჩვენს ტრინიდად-ტობაგოელ სტუდენტს არ უშვებდნენ, ასე თქვეს არც გაგვიგია მსგავსი ქვეყნის შესახებო). როგორც კი თურქეთში შევედით, პატარა ლოკალური კოშმარი მოგვევლინა, თურქული რადიოს სახით, რომელიც ანკარამდე ფაქტიურად ჩვენთან იყო.  ძალიან რთულია უსმინო მუსიკას, რომლისთვის ყური აქამდე არასოდეს “შეგიჩვევია”, ანუ  სამარშრუტოში “წითელი მზე, შავი ზღვის” მოსმენაც არასასიამოვნოა, მაგრამ ეს უბრალოდ სხვაა. მიუჩვეველი და უცხო. ხოდა ნერვებზე გვშლიდა სასტიკად. მადლობა, ავტობუსის მძღოლს, რომ ჩვენი თხოვნით, მაქსიმალურად ჩაუწია ხმას.

თვითონ ავტობუსი ძალიან კომფორტული იყო,  რაც მთავარია გრილი. საერთოდ არ მიგრძვნია სიცხე 24 საათიანი მგზავრობის პერიოდში.

ყველაზე სასიხარულო მომენტი იყო მაშინ, როდესაც ღამის სამ საათზე გამეღვიძა და აბრაზე დავინახე, რომ ანკარამდე სულ რაღაც 170 კმ იყო დარჩენილი. დილის 6 საათისკენ ჩამოვედით.

საერთო საცხოვრებელი ნორმალურია. ნუ, უკეთესიც შეიძლებოდა ყოფილიყო. ოთახი საყვარელია, ორ ადამიანზე. მე და ნთვარე ერთად ვართ. 8 ოთახზე (16 ადამიანზე) სამი ტუალეტის კაბინაა (აქედან ორში კარი არ იხურება), და სამი დუშის კაბინა (კარები აქ საერთოდ არ იკეტება, “ზახოდი ნაროდ, ბერი ჩტო ხოჩეშ”.. ) :D, კომპიუტერების შესახებ დავწერე უკვე.

აქვე ახლოს მეჩეთი დგას და მოლა გვეუბნება, როდის დგება 5 საათი, ანუ სადილის დრო :D .. სასადილოშიც ვიყავით. ნორმალურია. სუფთა. საჭმელი ისეთია, სახლში რომ არ ჭამენ ჭირვეული ბავშვები, მაგრამ საქმე საქმეზე რომ  მიდგეს, რომ იჭმევა ))))))))

(ხალხი დამტრიალებს გარშემო, ელოდებიან… ელოდებიან, როდის ავდგები)

კლინიკა არ გვინახავს, ხვალ მივალთ..

ქალაქში გასულები ვიყავით, ცხელა..

მოკლედ, აქ დავამთავრებ, დასურათებას და დეტალურ აღწერას უახლოეს პერიოდში დავწერ. თუ საშუალებას მომცემენ  (თუ არა და უახლოეს Internet Cafe-ს მოვძებნი ).