Dreams…

მორიგი ჯაჭვური პოსტი. მადლობა პოლსკას თაგისთვის.

ტიპი დაიჭერს ოქროს თევზს.
ტრადიციულად, თევზი სთავაზობს სამ სურვილს..
- მინდა ბევრი ფული, მანქანა, მაგარი სახლი – ეს პირველი სურვილი….
ანეკდოტიდან…

ოცნებები.. ) პრინციპში, როგორც რამდენიმე ბლოგზე უკვე ითქვა, ჩვეულებრივი, ადამიანური სურვილები უფრო მეტი მაქვს, ვიდრე ოცნებები, თუმცა ვერც იმას ვიტყვი, რომ საერთოდ არ ვოცნებობ. ამიტომ, გადავწყვიტე აქ უფრო “აუხდენელი” ოცნებების კატეგორია ჩამომეწერა, ახდენად სურვილებს, ისედაც ხშირად ვწერ.

1. ჩემი ოცნებაა, ქართულმა საზოგადოებამ ტოლერანტობა ისწავლოს, ოდესმე, “ჰომოსექსუალს” რომ ვახსენებ, ვინმემ “უხ, ეს პ******ბიო” არ დააყოლოს, მეზობელი, მეზობლის საქმეებში არ იქექებოდეს.. ხო, და ადამიანები ავტობუსებში ბილეთებს ყიდულობდნენ.

2.მინდა, რეალურ სამყაროში, ცოტა მეტი “ფენტეზიური” ელემენტები არსებობდეს. ფრთები, ჯადოსნური ჯოხები ან ცეცხლის/ყინულის მსროლელი მაგები, უჩინმაჩინის ქუდი/მოსასხამი, ტელეპორტები (განსაკუთრებით უნივერსიტეტიდან-სახლში).

3. ამ სურვილს, პოლსკის მოვპარავ… მინდა არსებობდნენ ელფები ) აი, ისეთი ელფები, როგორებიც ტოლკიენს ჰყავს.. მაღლები, ლამაზები, უკვდავები, სიბრძნით, მრავალი წლის ფიქრით დატვირთულები, დინჯები.. კარგი ხმებით, სიმღერებით და ა.შ. საერთოდ, მე თვითონაც დიდი სიამოვნებით ვიქნებოდი ელფი.

4. მინდა… მინდა არ მეშინოდეს ობობების, დიდი ძაღლების, სიმაღლის და კიდევ ბევრი რამის.. საერთოდ, ბავშვობაში ვოცნებობდი ლარა კროფტის .zip-ი ვყოფილიყავი… სადღაც 13 წლის ასაკში სროლაზეც კი მინდოდა შესვლა )))… მაგრამ, ჩემი ფეხები, ასეთი ფობიებით დახუნძლული ადამიანი, დივანზე უნდა იჯდეს და ჯამიდან რძეს სვამდეს.. რასაც პრინციპში ვაკეთებ კიდევაც )

5. და ბოლოს, მინდა მთელი მასალის სწავლა ერთი ხელის დადებით შემეძლოს. ავიღებდი თერაპიის წიგნს (ან რაღა წიგნს, წიგნებს) დავადებდი ხელს(ან თავს, ან სხვა რამეს… მაგრამ თავი და ხელი, უფრო ჯდება კონტექსტში) და ბრახ.. ვიცი უკვე ყველაფერი.. :givi:

6. მეექვსეც იყოს, მინდა ძილი არ იყოს საჭირო :D Fეისბუქზე და ინტერნეტში ყოფნის რამდენი საათი მეკარგება, ამ უსარგებლო ბიოლოგიურ პროცესზე :D :D

ვთაგავ: ერმონიას , ფიქროს და სამურაის.

P.S. Drawing in post is property of airasan
P.P.S. რა უბედურებაა, გუგლში სიტყვა მაგს და “ვიზარდს” ისე ვერ დასერჩავ, ვორკრაფტის ან ლაინეიჯის ფან-არტი რომ არ ამოვიდეს ))))))

P.P.P.S. ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი სიმღერა, რომლის მოსმენის დროსაც, თითქმის ყოველთვის ელფებზე და სხვა და სხვა ჯადოსნურ არსებებზე ვფიქრობ :